17 დეკემბერი 2017,   04:18
ვრცლად
თბილისის რამდენიმე ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა დღეს და ხვალ აკრძალულია

საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსთან დაკავშირებით, დღეს და ხვალ თბილისში ცალკეულ ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა აკრძალულია.

მიზეზი კონკურსის პირველი ოფიციალური ღონისძიებაა. პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ე.წ. წითელი ხალიჩა მოეწყობა, სადაც კონკურსანტების რიგითობა უნდა გახდეს ცნობილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მანქანების გადაადგილება აკრძალულია რუსთაველის გამზირის და ანტონ ფურცელაძის ქუჩების კვეთაზე, ასევე, ფურცელაძისა და გუდიაშვილის ქუჩების კვეთაზე და გუდიაშვილისა და არჩილ ჯორჯაძის ქუჩების კვეთაზე.

საავტომობილო მოძრაობა ხვალ, 20:00 საათიდან აღდგება. 

დღის ამბები