26 აპრილი 2024,   08:34
ვრცლად
გერმანიის პრეზიდენტი კოალიციის ფორმირებისთვის პარტნიორ პარტიებს მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ მოუწოდებს

გერმანიის პრეზიდენტი კოალიციის ფორმირებისთვის პარტნიორ პარტიებს მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ მოუწოდებს. ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა ამის შესახებ ანგელა მერკელთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა. მას რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესახებ არ უსაუბრია და პირობა დადო, რომ მოლაპარაკებებს პარტიებთან თავადაც გამართავს.

ხელისუფლებაში 12 წლიანი ყოფნის განმავლობაში, ანგელა მერკელი პირადად დადგა სერიოზული გამოწვევის წინაშე. მისმა პარტიამ კოალიციური მთავრობის ფორმირება ვერ მოახერხა. მოლაპარაკებებიდან თავისუფალი დემოკრატები გავიდნენ და მიზეზად ნდობის საფუძვლის არ-არსებობა დაასახელეს.

დღის ამბები