26 აპრილი 2024,   12:15
ვრცლად
ვალუტის გადამცვლელ ჯიხურზე თავდასხმაში ბრალდებული დაკავებულია

შსს-მ თბილისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა. სამართალდამცველებმა ყაჩაღობაში ბრალდებული პირი, ზუგდიდში დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, 15 ნოემბერს ხიზანიშვილის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ბრალდებული ყაჩაღურად თავს დაესხა ვალუტის გადამცვლელ ჯიხურს, ტყვიაგაუმტარი შუშის მიმართულებით ერთი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს. 

დღის ამბები