27 აპრილი 2024,   06:08
ვრცლად
ბინას, რომელსაც ტერორიზმთან კავშირში ბრალდებულები აფარებდნენ თავს, ერთდროულად რამდენიმე მფლობელი ჰყავს

ბინას, რომელსაც ტერორიზმთან კავშირში ბრალდებულები აფარებდნენ თავს, ერთდროულად რამდენიმე მფლობელი ჰყავს.

ჯერ კიდევ 6 წლის წინ სახლის მფლობელმა თინა გაურგაშვილმა ბინა მისსავე ნათესავს მერი ხანგოშვილს გადაუფორმა. საუბარია კორპუსის მე-3 სართულზე 80 კვადრატული მეტრ ფართობის ბინაზე. ხარგოშვილი აცხადებს, რომ ის ბინის ფიქტიური მფლობელია და გაქირავებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს გაურგაშვილის შვილი იღებდა, რომელიც პანკისის ხეობაში სოფელ დუისში ცხოვრობს. ასლანბეკ ჯაბრაილოვი სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს თუმცა, გამოკითხვის დეტალები გასაიდუმლოებულია, შესაბამისად უცნობია ვის ჰქონდა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინა ნაქირავები.

საჯარო რეესტრის მონაცემებში მერი ხანგოშვილის სახელი კიდევ რამდენიმე საცხოვრებელ ბინაზე იძებნება. გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, 10-ე კორპუსში ბინისა და დამხმარე ფართის მფლობელის წარმომადგენელი სწორედ მერი ხანგოშვილია, რაც იმას ნიშნავს, რომ რეგისტრაციაში ბინა და ფართი სწორედ მან გაატარა. რატომ უკავშირდება სპეცოპერაციის ეპიცენტრში ორი საცხოვრებელი ბინა ხანგოშვილის სახელს, უცნობია. ამის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცველებს ხანგოშვილმა სავარაუდოდ მიაწოდა, რადგან ის უკვე დაიკითხა. 

დღის ამბები