27 აპრილი 2024,   08:48
ვრცლად
არჩილ თალაკვაძე ახმედ ჩატაევის შესაძლო ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გაჟღერებულ ინფორმაციას ეხმაურება

მმართველი გუნდის წევრის არჩილ თალაკვაძის განცხადებით მას არ აქვს  ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთი ლიკვიდირებული ახმედ ჩატაევია. ამის შესახებ ინფორმაცია გადაცემა „არჩევანში“ თადარიგის პოლკოვნიკმა დავით მაყიშვილმა გააჟღერა, რომელმაც თქვა, რომ მას მეგობარი დაუკავშირდა და ეს ინფორმაცია მიაწოდა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით ეს არის აბსურდი და არ შეიძლება ასეთი გადაუმოწმებელი ინფორმაციის გაჟღერება.

„თავისთავად იმის გამეორება, როგორც მოცემულობის, რაზეც აქ იყო საუბარი მიმაჩნია, ძალიან  არასერიოზულად, რომ ვიღაცამ მეგობარს დაურეკა, ამან ტელეფონზე ვერ უპასუხა და ე.ი. მისი ლიკვიდაცია მოხდაო. ვიღაცამ შეიძლება ეს თქვას, მაგრამ ამის გაჟღერება ეს მოხდაო არ არის სერიოზული,“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები