27 აპრილი 2024,   09:18
ვრცლად
ჩატაევის მიერ დახოცილი ადამიანები "ქართული ოცნების" სინდის ნამუსზეა - რომან გოცირიძე

თბილისში, ჩატარებულ ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგებზე შეფასებებს აკეთებენ ოპოზიციაში. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის თქმით, ქვეყანაში არ არსებობს უსაფრთხოების სისტემა.

“ძალოვანი სტრუქტურები არის მთლიანად გადასახალისებელი, როგორც ორგანიზაციულად ასევე საკადრო თვალსაზრისით. პირველივე კრიზისულმა ვითარებამ ჩვენ დაგვანახა ის, რომ ქვეყანაში არ არსებობს უსაფრთხოების გამართული სისტემა და ვიმყოფებით სერიოზული რისკების ქვეშ,“ - განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, თუ ტერორიზმში ბრალდებულ გარდაცვლილებს შორის ერთ-ერთი ახმედ ჩატაევი აღმოჩნდა, ბევრ პოლიტიკოსს ასპარეზობის დატოვება მოუწევს.

“თუ ეს აღმოჩნდა ჩატაევი, მაშინ მთელ მთავრობას, მთელი "ქართული ოცნების" ხელისუფლებას მოუწევს პასუხისგება, ვინაიდან ჩატაევი, ეს არის ამ ხელისუფლების სინდის ნამუსზე და მის მიერ დახოცილი ადამიანი, თუნდაც სტამბოლის აეროპორტში დახოცილი ადამიანები. ეს ხელისუფლება ვერ დარჩება თავის ადგილზე და ძალიან ბევრ ადამიანს მოუწევს პოლიტიკური ასპარეზობის დატოვება, ვინაიდან ჩატაევთან დაკავშირებული მოვლენები არის სისხლით და უამრავი პრობლემებით შეღებილი, რომელიც წახალისებული იქნა ჩვენი ხელისუფლებისგან," - აღნიშნა გოცირიძემ.

დღის ამბები