06 მაისი 2024,   05:46
ვრცლად
"აშკარაა სახანძრო ნორმებისა და მოთხოვნების დარღვევა,"- შს მინისტრი ბათუმში მომხდარ ხანძარზე საუბრობს

შს მინისტრი გიორგი გახარია ბათუმში მომხდარ ხანძარს ეხმაურება და აცხადებს, რომ ადგილზე სახანძრო ნორმები დარღვეული იყო. მინისტრი საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი პირების პასუხისმგებლობაზე საუბრობს. 

„როგორც ჩან იმ ინფორმაციით, რომელიც ჩვენ ამ წუთებში გაგვაჩნია, შენობას არ გააჩნდა სახანძრო კიბე, ამიტომ მოხდა მაშველების სახანძრო კიბის საშუალებით იმ ადამიანების ევაკუირება, რომლებიც ბლოკირებული იყვნენ მეშვიდე სართულზე. ხანძარი იყო მეოთხე მეხუთე სართულზე,“-აცხადებს გიორგი გახარია. 

შს მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ წუთებშიც მიმდინარეობს სართულების დათვალიერება და საბოლოო ინფორმაცია დაღუპულების რაოდენობის შესახებ მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

"აშკარაა სახანძრო ნორმების და მოთხოვნების დარღვევა. იმ შემთხვევაში თუ დადასტურდება სახანძრო ნორმების დარღვევა, უნდა იყოს ძალზედ მკაცრი გადაწყვეტილება მიღებული,"-აღნიშნა გახარიამ.

გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ სასტუმროს მეპატრონეების და იმ პირების, პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, რომლებმაც შენობა ექსპლუატაციაში შეუშვეს. 

შეგახსენებთ, რომ ხანძარი სასტუმროში დაახლოებით 20:00 საათისთვის გაჩნდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 11 ადამიანი და დაშავდა ათობით ადამიანი. ისინი ბათუმის სხვადასხვა კლინიკებში მწვავე ინტოქსიკაციით არიან მოთავსებულები. 

როგორც "რუსთავი 2"-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს. 

 

დღის ამბები