26 აპრილი 2024,   08:30
ვრცლად
სასტუმრო „ლეო გრანდიდან“ "მის საქართველოს" მონაწილეები დროულად გამოიყვანეს - ია კიწმარიშვილი

ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში“, სადაც ხანძარი გაჩნდა, კონკურსის, "მის საქართველოს" მონაწილეები იმყოფებოდნენ. კონკურსის ორგანიზატორის, ია კიწმარიშვილის განცხადებით, გოგონების გამოყვანა დროულად მოხერხდა.

კიწმარიშვილის თქმით, მათგან მძიმე დაზიანებები არავის მიუღია. 

ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად, გარდაცვლილია 11 ადამიანი, მათ შორის, საქართველოს 10, ხოლო ირანის რესპუბლიკის 1 მოქალაქე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები