03 მაისი 2024,   06:57
ვრცლად
ზღვის ფლორისა და ფაუნის დასაცავად მექსიკის ხელისუფლებამ უზარმაზარი ეროვნული პარკი მოაწყო

ზღვის ფლორისა და ფაუნის დასაცავად მექსიკის ხელისუფლებამ უზარმაზარი ეროვნული პარკი მოაწყო. ის წყნარ ოკეანეში ოთხი ვულკანური კუნძულის გარშემოა განთავსებული.

150 ათასი კვადრატული კილომეტრის ტერიტორიაზე ასობით სახეობის მცენარე ხარობს, წყალში კი გიგანტური სკაროსები, ვეშაპები და ზღვის კუები ბინადრობენ.

პრეზენტაციის ცერემონიას თავად მექსიკის პრეზიდენტი უძღვებოდა. ამის შემდეგ ეროვნული პარკის ტერიტორიაზე თევზაობა, კუნძულებზე კი ინფრასტრუქტურის მშენებლობა აკრძალული იქნება. ადგილზე პატრულირებას სამხედრო საზღვაო ფლოტი განახორციელებს.

 

დღის ამბები