03 მაისი 2024,   06:37
ვრცლად
"მეხანძრეებს ჟანგბადის ნიღბები არ ჰქონდათ"- თვითმხილველები და სასტუმროს თანამშრომლები ტრაგედიას იხსენებენ

რა გახდა ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდში“ 11 ადამიანის გარდაცვალების მიზეზი და იყო თუ არა დაცული უსაფრთხოების ნორმები, ამ შეკითხვაზე პასუხი ჯერ ისევ არ არსებობს.

თვითმხილველები, ტურისტები და სასტუმროს სტუმრები 24 ნოემბრის ღამის დეტალებს ყვებიან. ისინი იხსენებენ, რომ ადამიანების გარდაცვალების მიზეზი არა ცეცხლი, არამედ ძლიერი დაკვამლიანება გახდა, რომლისთვისაც სამაშველო-სამსახური შესაბამისად აღჭურვილი არ იყო.

თვითმხილველები ამბობენ, რომ შენობაში სახანძრო კიბე იყო, თუმცა მეხანძრეები შემთხვევის ადგილზე ვერ ადიოდნენ, მათ არ ჰქონდათ ჟანგბადის ნიღბები.

„როდესაც ხანძარი დაიწყო ჩვენ ლობში ვიყავით, გვქონდა ინფორმაცია ნომრებში მყოფი სტუმრების შესახებ. როდესაც მოვიდა სახანძრო, ჩვენ ვეუბნებოდით, რომ, პირველ რიგში, ეს ადამიანები უნდა გადაერჩინათ. სართულებზე იყო სახანძრო კიბეებიც, თუმცა მეხანძრეები შემთხვევის ადგილზე ვერ ადიოდნენ, მათ არ ჰქონდათ ჟანგბადის ნიღბები. ისინი ამბობდნენ, რომ ვერ შევიდოდნენ. ჩვენ მაინც ვცდილობდით, გზა გვეჩვენებინა. 3 საათის განმავლობაში ხალხი შველას ელოდა,“ - განაცხადა თვითმხილველმა, დილენ ბილალოვამ.

სასტუმრო "ლეოგრანდის" თანამშრომლების ნაწილი ამბობს, რომ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ადგილზე სწრაფად მივიდნენ, თუმცა დაკვამლიანების დროს ისინი შესაბამისად იღჭურვილები არ იყვნენ და რეაგირება დააგვიანეს. 

ტურისტები აღნიშნავენ, რომ თავდაპირველად სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებს შესაბამისი ტექნიკა არ ჰქონდათ. 

 „ჩემი მეგობრის კონცერტზე ჩამოვედით, ვვახშმობდით, როდესაც ატყდა პანიკა. როდესაც გვერდზე გავიხედეთ, შავი კვამლი ამოდიოდა. ამის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აივანზე გავსულიყავით. ხალხი დახმარებას ითხოვდა. ორი საათის განმავლობაში ვიყავით ჩაკეტილები. მაშველები მოვიდნენ, თუმცა, თავდაპირველად მათ არ ჰქონდათ შესაბამისი ტექნიკა. ამის შემდეგ 150-ვე ადამიანი ჩამოგვიყვანეს მეშვიდე სართულიდან. ეს საშინელება იყო,“-  განაცხადა ტურისტმა ნუსრედ ტუმუშმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები