20 აგვისტო 2018,   01:25
ვრცლად
ილარიონ ალფეევის საქართველოში ვიზიტის დროს გაკეთდა მინიშნება, რომ პატრიარქის ნდობით აღჭურვილი პირი მეუფე შიო ყოფილიყო - ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა

ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა პატრიარქის მიერ თანამესაყდრედ მეუფე შიოს დანიშვნის საკითხს განსხვავებული აქცენტების ეთერში ეხმაურება.

გოჩა მირცხულავა აღნიშნავს, რომ სექტემბრის ბოლოს მას ერთ-ერთი მიტროპოლიტი შეხვდა, რომელმაც  დეტალურად უამბო მოვლენების შესაძლო განვითარება.

რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის, ილარიონ ალფეევის, საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საპატრიარქოში შეხვედრაზე აფხაზეთის ეკლესიაზე ისაუბრეს.

გოჩა მირცხულავა აღნიშნავს, რომ რუსული ეკლესიის წარმომადგენელსა და საპატრიარქოს წევრებს შორის შეხვედრის დროს ორ ეკლესიას შორის სამუშაო ჯგუფის შექმნაზე იმსჯელეს, რომელმაც ახალი ათონის მონასტერთან დაკავშირებული პრობლემები უნდა აღმოფხვრას.

„კონკრეტულად საუბარი იყო ახალი ათონის მონასტერთან დაკავშირებულ ამბებზე, რაზედაც პატრიარქმა უპასუხა, რომ ამ თემაზე მსჯელობა შესაძლო იყო, გამართულიყო მოსკოვში მისი ვიზიტისას, რის შემდეგაც მიტროპოლიტი ილარიონი სვამს საკითხს ასე, რომ ვინაიდან პატრიარქი ყოველ წუთს ამ საკითხთან დაკავშირებით და სხვა საკითხებთან დაკავშირებით შეწუხება არის გარკვეულწილად დისკომფორტის შემქმნელი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ქმნის გარკვეულ პრობლემებს, რომ ის მუდმივად არ შეაწუხონ, ალბათ, უკეთესი იქნება, რომ არსებობდეს ისეთი ნდობით აღჭურვილი პირი, რომელთანაც იგივე რუსულ ეკლესიას ექნება მუდმივი კონტაქტი,“ - განაცხადა გოჩა მირცხულავამ.

მისი თქმით, გაკეთდა მინიშნებაც, რომ ეს ნდობით აღჭურვილი პირი შეიძლება, მეუფე შიო ყოფილიყო.

„გაკეთდა კონკრეტული მინიშნება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამას ამბობს კონკრეტული მიტროპოლიტი, რომ აი, ეს სასურველი პირი შესაძლოა, ყოფილიყო მეუფე შიო, რაზეც პატრიარქს იქ ადგილზე, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პასუხი არ გაუცია,“ - აცხადებს მირცხულავა.

გოჩა მირცხულავა ასევე აღნიშნავს, რომ ამ დროის განმავლობაში პატრიარქი წნეხის ქვეშ იმყოფებოდა. 

დღის ამბები