27 აპრილი 2024,   00:28
ვრცლად
„მცურავი გაცვლითი კურსის შემთხვევაში, აბსოლუტურად შეუძლებელია რაიმე პროგნოზის გაკეთება" - კობა გვენეტაძე

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ორი კვირის წინ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ შეხვედრას, სადაც ლარის ინფლაციას განიხილავდნენ, ის არ ესწრებოდა. მისი თქმით, ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი ორგანო. კობა გვენეტაძემ ასევე ისაუბრა კურსის მოსალოდნელ ცვლილებებზე და აღნიშნა, რომ ამის პროგნოზირება შეუძლებელია.  

„მცურავი გაცვლითი კურსის შემთხვევაში, აბსოლუტურად შეუძლებელია რაიმე პროგნოზის გაკეთება. იმის ფონზე, რომ არის გაუმჯობესება საგარრო ფაქტორების მხრიდან დიდი ალბათობით შესაძლებელია, რომ მოლოდინებს ეთამაშა თავის როლი, მაგრამ ისევ და ისევ ამის სრული ანალიზი შესაძლებელი იქნება გარკვეული პერიოდის შემდეგ. იმ შემთხვევაში თუ მინიმალური გაცვლითი კურსი გარკვეული პერიოდის განმავლობაში იქნება გადახრილი წონასწორობის კურსისგან, ისე რომ მან შეიძლება ინფლაციის ზრდას შეუქმნას რისკები, ეროვნული ბანკი მიიღებს ზომებს და ეს ზომები არის მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება,“ - განაცხადა კობა გვენეტაძე.

რაც შეეხება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, რომ მომავალ წელს ინფლაცია შემცირდება.

„მომავალ წელს ინფლაცია შემცირდება. ეს ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი იღებს ვალდებულებას, რომ მომავალ წელს ფასების სტაბილურობა შენარჩუნებული იქნება და ინფლაცია იქნება 3%-ის ფარგლებში,“ - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
 

დღის ამბები