27 აპრილი 2024,   05:46
ვრცლად
ყვარლის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის მოსახლეობა საბუის ტყეში ხეების მოჭრას აპროტესტებს

ყვარლის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის მოსახლეობა საბუის ტყეში ხეების მოჭრას აპროტესტებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ პროცესი 2008 წელს დაიწყო და ფაქტის შესწავლით ამ დრომდე არავინ დაინტერესებულა.

მათივე ინფორმაციით, უკვე გასხვისებულია 5 ათას ჰექტარზე მეტი ტყის მასივი, სადაც ძირითადად წიფელის ჯიშის ხეები ნადგურდება.

მოსახლეობის თქმით, ხე-ტყის გაჩეხვას შპს "ქართული ჯგუფი" აწარმოებს და თუ პროცესი დროულად არ შეწყდა, სოფლები სასმელი წყლის გარეშე დარჩება.

კომპანიის ხელმძღვანელი კი ირწმუნება, რომ საბუის ტყეში სანიტარული ჭრები კანონიერია, რადგან ის ლიცენზიის ფარგლებში ჯდება.

დღის ამბები