27 აპრილი 2024,   05:20
ვრცლად
ორი მოსწავლის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულებიდან ერთ-ერთი შსს-ს თანამშრომელია

ორი არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებიდან ერთ-ერთი შსს-ს თანამშრომელია.

თენგიზ კალანდია დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

არსებული ინფორმაციით  თენგიზ კალანდია ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის თვითმხილველი მოსწავლეების მამაა, რომელმაც მძიმე დანაშაულის შესახებ შვილებისგან შეიტყო, თუმცა დანაშაული დამალა და შვილები შემთხვევის ადგილიდან საკუთარი მანქანით წაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ  კალანდია უწყებაში ნამდვილად მუშაობდა თუმცა ის მუშაობდა საფინანსო სამსახურში და დაპატიმრების მომენტში კადრების განყოფილების განკარგულებაში იყო. 

დღის ამბები