15 დეკემბერი 2017,   18:10
ვრცლად
დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა

დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. განცხადება ამის შესახებ პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა და უკვე გასცა ბრძანება საელჩოს თელავივიდან იერუსალიმში გადატანის შესახებ.

მიღებული გადაწყვეტილებისთვის დონალდ ტრამპს მადლობა გადაუხადა ისრაელის პრემიერმინისტრმა. ევროკავშირის შემთხვევაში კი, ამერიკის პრეზიდენტის განცხადება შეშფოთების მიზეზი გახდა. ამის შესახებ ორგანიზაციის პირველმა დიპლომატმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა.

ტრამპის გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირეს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა.

დღის ამბები