27 აპრილი 2024,   06:46
ვრცლად
"ისევე როგორც მერაბიშვილის საქმეზე, ილგარ მამედოვის საქმეზეც მე-18 მუხლის დარღვევა დადგინდა"- ოთარ კახიძე

ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა, ოთარ კახიძემ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეზოლუცია გაასაჯაროვა, რომელიც აზერბაიჯანელი ილგარ მამედოვის საქმეს უკავშირდება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ვანო მერაბიშვილის საქმის მსგავსად, მამედოვის შემთხვევაშიც დარღვეულია მე-18 მუხლი და მინისტრთა კომიტეტი მის გათავისუფლებას ითხოვს.

ოთარ კახიძის განცხადებით, მამედოვისა და მერაბიშვილის საქმეები არის იდენტური და ამ შემთხვევაში, უნდა მოხდეს საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის გათავისუფლებაც.

„აზერბაიჯანის მოქალაქის, ილგარ მამედოვის საქმეზე მე-18 მუხლის დარღვევა დადგინდა, ისევე როგორც ვანო მერაბიშვილის საქმეზე. მინისტრთა კომიტეტი აზერბაიჯანის ხელისუფლებას სთხოვს, განმცხადებლის უპირობო და დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. მინისტრთა კომიტეტი მიუთითებს, რომ მე-18 მუხლის დარღვევის შემთხვევაში, ყველა განმცხადებელი თავისუფლდება, თუ ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველოს ხელისუფლების უკანონო მოქმედებებმა დააზიანოს ქვეყნის ინტერესები, საზოგადოებამ ხელისუფლებას უნდა მოვუწოდოთ, დროულად გადადგას შესაბამისი ნაბიჯები და უზრუნველყოს მერაბიშვილის უპირობო და დაუყოვნებლივი გათავისუფლება,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

 

 

დღის ამბები