27 აპრილი 2024,   07:28
ვრცლად
რადასთან აქციის მონაწილეები შეკრებას ამ დრომდე განაგრძობენ - მიხეილ სააკაშვილი მათ საღამოს შეუერთდება

უკრაინის საკანონმდებლო ორგანოსთან აქციის მონაწილეები შეკრებას ამ დრომდე განაგრძობენ. აქციის წევრები თანამოქალაქეებს პროტესტის ღიად დაფიქსირებისკენ მოუწოდებენ.

დღეს აქციის მონაწილეები მიწის დაკანონებას აპროტესტებენ. მათი თქმით, ხელისუფლება ახალი რეგულაციების ამოქმედებას მომავალი წლიდან გეგმავს. ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები აცხადებენ, რომ სიტუაცია არის საკმაოდ რთული და ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ყველა გაერთიანდეს.

მხარდამჭერები ზეწოლებზეც საუბრობენ და ამის ერთ-ერთ მაგალითად დეპუტატ სობოლევის გათავისუფლებას კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ასახელებენ.

შეკრებილების თქმით, ცრუ ბრალდებები ვრცელდება, თითქოს კარვების ქალაქში შეიარაღებული პირები იმყოფებიან. „რუხის“ წევრის თქმით, ვლადიმერ ფედორინის განცხადებით, ხელისუფლებას სააკაშვილზე ზეწოლის პარალელურად, რადაში კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტის თავმჯდომარის გადაყენების საკითხი გამოაქვს.

პარტია „ბატკივშინას“ წარმომადგენლები კვლავ რადას შენობასთან რჩებიან. ამ დროისთვის უცნობია, აქციაზე მივა თუ არა პარტიის ლიდერი, იულია ტიმოშენკო.

მიხეილ სააკაშვილი კი დღის ბოლოს, საღამოს 6 საათისთვის მივა აქციაზე.

დღის ამბები