27 აპრილი 2024,   05:57
ვრცლად
„მისი მანქანით თუ მოძრაობსო, ე.ი. ეძებდნენ ჩემს ქმარს" - გარდაცვლილი მსაჯის ოჯახის წევრები დაკითხეს

სამართალდამცველებმა გარდაცვლილი მსაჯის ოჯახის წევრები დაკითხეს. 33 წლის ილია ტუღუშის ოჯახი ამტკიცებს, რომ მსაჯი ზეწოლის მსხვერპლია და საქმე გარიგებულ თამაშს უკავშირდება. საგამოძიებო უწყებისთვის მიცემული ჩვენების შესახებ „კურიერთან“ გარდაცვლილის მეუღლემ, ეკა ტუღუშმა ისაუბრა.

„ვუთხარი, რომ მომაკითხეს, ჩემს ქმარს ეძებდნენ, 5000 ლარზე იყო საუბარი. არ უნდა გახმაურებულიყო ეს საქმე, ასე გამაფრთხილეს, მე მითხრეს, ჯერ ვასესხეო, მერე მითხრეს, უნდა დარიგებულიყოო, ვერ მოაბეს თავი თვითონ, დაბნეულები იყვნენ. მისი მანქანით თუ მოძრაობსო, ე.ი. ეძებდნენ ჩემს ქმარს. 12 საათამდე თანხა უნდა მოეტანაო, 12-მდე იყვნენ ეგენი მოსულები,“ - განაცხადა გარდაცვლილის მეუღლემ, ეკა ტუღუშმა.

საგამოძიებო უწყებაში დაკითხვაზე იმყოფებოდნენ ასევე გარდაცვლილის მეუღლის მიერ დასახელებული პირებიც, რომლებიც ტუღუშის მეუღლის განცხადებით, გარდაცვლილს გარიგების სანაცვლოდ აღებული 5 ათასი ლარის უკან დაბრუნებას სთხოვდნენ.

ლანჩხუთის „გურიის“ დირექტორის მოადგილემ, ნუგზარ ჩხაიძემ „კურიერთან“ სატელეფონო ინტერვიუს დროს დაადასტურა, რომ სამართალდამცველებმა ის გამოკითხეს, თუმცა დეტალებზე არ ილაპარაკა.

 

ავტორი: სოფო ჭულუხაძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები