03 მაისი 2024,   03:23
ვრცლად
სამართალდამცავები სასამართლოს მიმართავენ, სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე - ლუცენკო

მიხეილ სააკაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.  საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთ განყოფილებაში იმყოფება.

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, იური ლუცენკომ და რადას სახალხო დეპუტატმა ანტონ გერაშენკომ დაადასტურეს, რომ სამართალდამცავები სასამართლოს მიმართავენ, რომ განისაზღვროს სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება განიხილოს. არ არის გამორიცხული, "ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერს შინა პატიმრობა შეეფარდოს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები