27 აპრილი 2024,   07:32
ვრცლად
დაკავება მაღაზიების დაყაჩაღებისთვის - დაკავებულია 24 წლის კაცი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. 

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ "გამოძიებამ დაადგინა, რომ 1993 წელს დაბადებული რ.ლ.-მა მიმდინარე წლის 8 დეკემბერს, თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტში, გატეხილი შუშის ბოთლის გამოყენების მუქარით მოლარეს გარკვეული თანხა გასტაცა და მიიმალა. ასევე დადგინდა, რომ რ.ლ. 9 დეკემბერს, თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტში მოლარეს თავს დაესხა, დანის მუქარით თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა". 

სამართალდამცველებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული 10 დეკემბერს, მის საცხოვრებელ სახლში დააკავეს. 

გამოძიება არაერთგზის ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები