27 აპრილი 2024,   00:10
ვრცლად
ის ახლა მარტოა და შიმშილობს, დიდი იმედი გვაქვს, რომ დღეს ან ხვალ გამოუშვებენ - სანდრა რულოვსი

სანდრა რულოვსი, რომელიც კიევში მიმდინარე აქციაში მონაწილეობს, მისი მეუღლის დაკავებას უკანონოდ აფასებს.

სანდრა რულოვსის განცხადებით, საქართველოს ექსპრეზიდენტის დაკავებას აბსურდული საფუძველი უდევს.

„ეჩქარებოდათ, რომ რაღაც შიდა პოლიტიკური დაებრალებინა. მაგრამ, როგორც ხედავთ, ხალხი ხვდება, რომ ეს არის უკანონობა. შეიკრიბა ძალიან ბევრი ხალხი. შევჩენკოს პარკიდან აქამდე სულ სავსეა. ითხოვენ არამარტო მიშას გათავისუფლებას, არამედ, კორუფციასთან ბრძოლას,“ - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს სწორედ ეს მიზანია აქვს, რომ კორუფცია დაამარცხოს.

სანდრა რულოვსის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და ეს არის შიმშილობა.

„უკიდურესი ფორმა აირჩია პროტესტისთვის და ეს არის შიმშილი. ამაზე, რა თქმა უნდა, ძალიან ვნერვიულობთ, მაგრამ საჭიროა. ის ახლა მარტოა და ეს არის მისი ერთადერთი საშუალება, რომ პროტესტი გამოაცხადოს. პოლიტიკური პატიმარია. დიდი იმედი გვაქვს, რომ ან დღეს ან ხვალ გამოუშვებენ,“ - განაცხადა სანდრა რულოვსმა. 

დღის ამბები