26 აპრილი 2024,   08:34
ვრცლად
საბადურის ტყის ტურისტული ინფრასტრუქტურა ოფიციალურად გაიხსნა

თბილისის ეროვნულ პარკში საბადურის ტყის ტურისტული ინფრასტრუქტურა ოფიციალურად გაიხსნა.

ტყეში მოეწყო საპიკნიკე, საკარვე და ცეცხლის დასანთები ადგილები. ასევე, განთავსდა საინფორმაციო დაფები.

პროექტი დაცული ტერიტორიების სააგენტომ, გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციასა და ესტონეთის მხარდაჭერით, განახორციელა.

დაცული ტერიტორიების სააგენტოში აცხადებენ, რომ ახალი ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს თბილისის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა რაოდენობის ზრდას.
 

დღის ამბები