27 აპრილი 2024,   09:13
ვრცლად
"ენმ"-ის წევრებმა პარლამენტის მიმდებარედ საახალწლო დეკორაციის დაზიანებული ნაწილი შეაგროვეს

დედაქალაქის მერიას საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვასა და კორუფციაში ადანაშაულებს კვლავ "ნაციონალური მოძრაობა". გვიან ღამით პარტიის წევრებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საახალწლო დეკორაციის დაზიანებული ნაწილი შეაგროვეს, დღეს კი შარტავაზე გეგმავენ მისვლას.

ოპოზიციური პარტია კახი კალაძეს მილანურ კომპანიასთან უტენდეროდ გაფორმებული ხელშეკრულების გამო, კორუფციულ გარიგებაში ადანაშულებს და მერიასთან აქცია პერფორმანსს გამართავს.

„თბილისელების ბიუჯეტი არ არის ვინმეს ფული, ამას არა ერთხელ ვიმეორებთ და აუცილებლად მოვითხოვ მისგან, რომ ყურადღება მიაქციოს იმას, რასაც აკეთებენ. იმ სამი მილიონიდან, რომელიც გადაიხადეს თბილისელების ბიუჯეტიდან იტალიურ კომპანიასთან, ასე რატომ ანიავებენ ქუჩაში," - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი გივი კუბლაშვილი.  

დღის ამბები