27 აპრილი 2024,   02:47
ვრცლად
დანით შეიარაღებული პალესტინელი ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელს დაესხა თავს

მორიგი თავდასხმა მოხდა იერუსალიმში. დანით შეიარაღებული პალესტინელი ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელს დაესხა თავს და მძიმედ დაჭრა. შემთხვევა იერუსალიმის ცენტრალურ ავტოსადგურთან მოხდა.

თავდამსხმელი გამვლელებმა დააკავეს და სამართალდამცველებს გადასცეს. იერუსალიმის ქუჩებში ისრაელის სამხედრო ძალებსა და პალესტინელებს შორის შეტაკებები უკვე მეოთხე დღეა გრძელდება.

დონალდ ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების საპასუხოდ, გვიან ღამემდე გრძელდებოდა საპროტესტო აქციები თურქეთში, პაკისტანსა და მაროკოში. 

დღის ამბები