20 ივნისი 2018,   13:39
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ხელისუფლება უყენებს ისეთ ბრალდებებს, რაც აბსურდია - თენგიზ გუნავა

მას უკრაინის ხელისუფლება უყენებს ისეთ ბრალდებებს, რაც არის აბსურდი - ეს განცხადება, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თენგიზ გუნავამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გააკეთა. გუნავა საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავებას და მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გრძელდება პოლიტიკური დევნის პროცესი, რომელიც საქართველოში „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო.

„ეს ბუნებრივია, არის პოლიტიკური დევნის გაგრძელება, რაც დაიწყო თავის დროზე საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ. ის იძულებული გახდა, რომ ქვეყნიდან წასულიყო და ჩაერთო იმ დიდ მოძრაობაში, რასაც უკრაინის გათავისუფლების მოძრაობა ჰქვია. ეს მან უშუალოდ კორუფციასთან მიმართებაში ძალიან მონდომებით წვლილი შეიტანა, თუმცა მოხდა ისე, რომ ოლიგარქიულმა რეჟიმმა სხვანაირად მიიღო ეს ყველაფერი. დღეს უკვე მას ადგილზე უკრაინის ხელისუფლება უყენებს ისეთ ბრალდებებს, რაც არის აბსურდი, მას უნდა შეეძლოს სრულფასოვნად ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესებში,“ - განაცხადა თენგიზ გუნავამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები