27 აპრილი 2024,   00:47
ვრცლად
დასავლური თანამეგობრობის წევრობა ხელისუფლების სურვილი კი არა, ხალხის თავისუფალი ნების გამოვლინებაა - ირაკლი კობახიძე

საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა, ევროკავშირთან ურთიერთობა ორგანიზაციის სრულფასოვანი წევრობით დაგვირგვინდეს - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კონფერენციაზე „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ამოცანები“ სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

ღონისძიება საქართველოს მთავრობისა და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ორგანიზებით იმართება.

„ჩვენი საზოგადოება სულ უფრო მეტად იზიარებს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ არჩევანს, რაც ნიშნავს, რომ დასავლური თანამეგობრობის წევრობა ხელისუფლების სურვილი კი არა, ხალხის თავისუფალი ნების გამოვლინებაა. სასიხარულოა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არ არის მხოლოდ ხელისუფლების მიზანი და საზრუნავი,“ - განაცხადა კობახიძემ.

დღის ამბები