27 აპრილი 2024,   00:43
ვრცლად
ახალი დეტალები გორში გარდაცვლილი დედა - შვილის საქმეზე

ახალი დეტალები გახდა ცნობილი გუშინ გორში გარდაცვლილი დედა - შვილის შესახებ. მეზობლების განცხადებით, წინა დღისით ოჯახში სასწრაფო დახმარების ბრიგადა იყო გამოძახებული. შეუძლოდ თავს 22 წლის გოგო გრძნობდა. ექიმების დასკვნით, მას მოწამვლის სიმპტომები ჰქონდა.

ღამის პირველ საათამდე სახლში სტუმრები იყვნენ, თუმცა შემდეგ დედა-შვილმა თავი უკეთ იგრძნო და მარტო დატოვეს. დილიდან კი, მათთან დაკავშირება ვეღარ ხერხდებოდა. გარდაცვლილები აივნიდან გადასულმა არასრულწლოვანმა იპოვა.

მეზობლების თქმით, იდენტურ ვითარებაში 40 დღის წინ გარდაიცვალა მამაც. თუმცა, მაშინ მიზეზთან დაკავშირებით ეჭვი არ გასჩენიათ, რადგან მამაკაცს გულის ქრონიკული დაავადება ჰქონდა.

დედა-შვილის შეთხვევაში თავდაპირველად გარდაცვალების მიზეზად, გაზით მოწამლვა დასახელდა, თუმცა გუშინე გაირკვა, რომ სახლში ბუნებრივი აირი შეყვანილი არ არის. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინაროებს. 

დღის ამბები