10 დეკემბერი 2018,   09:30
ვრცლად
მოხსნილი სოციალური დახმარება - დიაკვანიძეების ოჯახის შემოსავალი მხოლოდ მოხუცების პენსიაა

ოთხი წლის წინ მოხსნილი სოციალური დახმარების შემდეგ, დიაკვანიძეები ისევ სახელმწიფოს გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. ნუგზარ დიაკვანიძე ბოლო 12 წელია ლოგინად ჩავარდნილ მშობლებს უვლის და ამის გამო მუშაობას ვეღარ ახერხებს. 

მაგული დიაკვანიძე 71 წლის არის და უკვე 11 წელია ვერ დგება. მას სახსრების ქრონიკული დაავადება აქვს, წითელი ქარი და ტროპიკული წყლული. ლოგინად ჩავარდნილ 82 წლის ჭიჭიკო დიაკვანიძეს კი, მხედველობა უჭირს.

თერჯოლის რაიონის სოფელ ალისუბანში მცხოვრები ოჯახის ერთადერთი შემოსავალი მოხუცების პენსიაა. 

დიაკვანიძეების ოჯახს ოთხი წლის წინ სოციალური დახმარება მოუხსნეს. სოციალურმა აგენტმა მათ განუმარტა, რომ საცხოვრებლის შეფასებისას, ბევრი ქულა დააგროვეს და გაჭირვების ზღვარს მიღმა მყოფებს შორის ვეღარ მოხვდნენ.

სააგენტოში ოჯახს კიდევ ერთხელ ურჩევენ, მოითხოვონ გადამოწმება და განმეორებით მოხდეს მათი ქონების შეფასება.

ნუგზარ დიაკვანიძემ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქულების გადამოწმების მოთხოვნით ბოლო 4 წლის განმავლობაში არა ერთხელ მიმართა, თუმცა უშედეგოდ.

დღის ამბები