03 მაისი 2024,   15:32
ვრცლად
ვლადიმერ პუტინს ჩემი ეშინია - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, დღეს ვალდემერ პუტინის მიერ, მის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს უპასუხა. მიხეილ სააკაშვლმა რუსეთის პრეზიდენტს facebook-ის საშუალებით უპასუხა. ოდესის ყოფილი გუბერნატორი წერს, რომ რუსეთის ლიდერს მისი დავიწყება არ შეუძლია და შემთხვევითი არაა, რომ პუტინის თეზისები უკრაინის ხელისუფლების ტერმინოლოგიას ემთხვევა.

"დარწმუნებული ვარ, რომ საქმე ჩემს წინააღმდეგ და ჩემი დაკავებაც ეს "ეფ-ეს-ბესა" და "ეს-ბე-უს" ერთობლივი ოპერაციაა," - წერს მიხეილ სააკაშვილი და აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინს მისი ძალიან ეშინია.

დღეს რუსეთის პრეზიდენტმა რიგით მე-13 ყოველწლიურ შემაჯამებელ პრეს კონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილი რამდენჯემრე ახსენა. 

ვლადიმერ პუტინის თქმით, ის, რასაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში აკეთებს, ქართველი და უკრაინელი ხალხისთვის სახეში შეფურთხებას ნიშნავს. 

 

დღის ამბები