24 აპრილი 2018,   20:25
ვრცლად
მაუწყებლობის შესახებ სადავო კანონი მეორე მოსმენით მიღებულია

მაუწყებლობის შესახებ სადავო კანონი მეორე მოსმენით მიღებულია. მმართველი უმრავლესობა თანახმაა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დღის განმავლობაში კომერციული რეკლამა განათავსოს, რაც პარლამენტში დღეს ოპოზიციის მწვავე წინააღმდეგობის მიზეზი გახდა. მეორე მოსმენით მიღებულ კანონს ოპოზიციის გარდა, მმართველი უმრავლესობის ნაწილიც არ იზიარებს. 

ასევე დაპირისპირება მოჰყვა ოპონენტებს შორის კანონპროექტის კიდევ ერთ ჩანაწერს, რომელიც ე.წ. სტარატაპების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს პოლიტიკურად მიკერძოებულები უწოდა. 

დღეს, მაუწყებლის შესახებ კანონი სხდომაზე, პოლიტიკური დაპირისპირებისა და ურთიერთბრალდებების მიზეზი გახდა.

„რომელ დამოუკიდებლობაზე შეიძლება საუბარი, თუ გადავხედავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შემადგენლობას. ელემენტალურად, სამეურვეო საბჭოს წევრებს იმდენი შეგნება მაინც უნდა ქონდეთ, რომ საკუთარი აშკარა პოლიტიკური მიკერძოება არ უნდა გამოამჟღავნონ,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

განცხადება გააკეთა პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრმა სერგო რატიანმა.

„რუსთავი 2“ იყო მთავარი სამიზნე, მაგრამ ასევე ებრძოდით ყველა გადაცემას, ინგა გრიგოლიას გადაცემას და ა.შ. ასე მიდიოდით, თანმიმდევრობით ანადგურებდით ამ სივრცეს,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.

ოპოზიციის წევრების ამ განცხადებებს უმრავლესობის წევრებმა უპასუხეს და მათ წინა ხელისუფლების პერიოდი გაახსენეს.

„ჩვენი ოპოზიციონერები, ერთი ცდილობს, რომ დეტექტიურ ჟანრში განიხილოს ეს ყველაფერი, მეორე ბატონი სერგო ძალიან წვალობს, უნდა რომ მართალი რომ იყოს ვითომ, უნდა რომ დაივიწყოს ის, რაც სწორედ წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა,“ - განაცხადა ”ქართული ოცნების” წევრმა ნუკრი ქანთარიამ.

განცხადება გააკეთა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ, რომელმაც ასევე წინა ხელისუფლების პერიოდი გაიხსენა.

„რომელი ევროპული მაუწყებლის საერთო ქცევის წესით ხდებოდა ის, როდესაც შტურმით იღებდით "ტელე იმედს“ და სპეც რაზმით შევარდნილებმა ფეხქვეშ გაიგდეთ ჟურნალისტები, როდესაც ხელყუმბარებს უგდებდით კერძო ტელევიზიებს,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

დღის ამბები