27 აპრილი 2024,   02:32
ვრცლად
თბილისის მთავარი ნაძვის ხე აინთო

რუსთაველის გამზირზე თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა. ნაძვის ხე თბილისის მერმა, კახა კალაძემ ოჯახის წევრებთან და ბავშვებთან ერთად აანთო. 

ღონისძიება გორის ქალთა კაპელამ გახსნა, რომლის შემდეგაც, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოსახლეობას თბილისის მერმა მიმართა.

"მჯერა, რომ 2018 წელი წარმატების წელი იქნება. მჯერა ისიც, რომ ჩვენი ქალაქი ძალიან მალე სიყვარულით, სიკეთით, სითბოთი, წარმატებებით და სიცოცხლით სავსე იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ

დღის ამბები