27 აპრილი 2024,   00:57
ვრცლად
ის ხალხი, ვისაც საკუთარი ქვეყნები ნაგავში ყრიან, ჩვენთან ლატარიის წყალობით ჩამოდიან - დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პოზიციას არ ცვლის და ხელისუფლებას მწვანე ბარათის გათამაშების გაუქმებისკენ მოუწოდებს. მორიგი ხისტი განცხადება ამ თემაზე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ფედერალური საგამოძიებო ბიუროს აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, ე.წ. გრინ ქარდით შეერთებულ შტატებში საზოგადოების ყველაზე ცუდი წარმომადგენლები ხვდებიან.

"ის ხალხი, ვისაც საკუთარ ქვეყნები ნაგავში ყრიან, ჩვენთან ლატარიის წყალობით ჩამოდიან"- აღნიშნა დონალდ ტრამპმა და კონგრესს მწვანე ბარათის ლატარიის გაუქმებისკენ მოუწოდა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის ინიციატივით სავიზო ლატარია ადამიანების დამსახურებებზე დაფუძნებულმა საიმიგრაციო სისტემამ უნდა ჩაანაცვლოს, ჯაჭვური მიგრაციის სისტემა კი საერთოდ უნდა გაუქმდეს.

დღის ამბები