27 აპრილი 2024,   09:01
ვრცლად
„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში მცხეთის რაიონში ახალი შემნახველი მეურნეობა გაიხსნა

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში მცხეთის რაიონში ახალი შემნახველი მეურნეობა გაიხსნა.

„წეროვანი აისის“ შემნახველ მეურნეობაში წლიურად ერთდროულად 300 ტონა სხვადასხვა ბოსტნეულის კულტურის განთავსება იქნება შესაძლებელი.

საწარმოში 10 ადამიანია დასაქმებული და მასში ჯამურად 520 ათასზე მეტი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

ახალი საწარმოს გახსნას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე და ადგილორივი ხელისუფლების წარმომადგნები დაესწრნენ. 

დღის ამბები