27 აპრილი 2024,   02:38
ვრცლად
შეწყვეტილი სოციალური დახმარება - უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრები მარტოხელა ქალი 

უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრები მარტოხელა ქალბატონი, რომელიც თავის გატანას თვიდან თვემდე ძლივს ახერხებს. მიუხედავად ამისა, ზესტაფონის რაიონის სოფელ მეორე სვირში მცხოვრებ ციალა თუთარაშვილს უმიზეზოდ ის სოციალური დახმარებაც შეუწყვიტეს, რომელსაც ათი წლის განმავლობაში იღებდა. მარტოხელა ქალბატონი მეზობლების იმედად არის დარჩენილი.

56 წლის უსახლკარო თავს მიტოვებულ ხის სახლს აფარებს, რომლის კედლები იშლება, სახურავი კი იმდენად არის დაზიანებული, რომ წვიმის დროს წყალი სახლის ყველა ნაწილში აღწევს.

სოციალურ შემწეობაზე დამოკიდებულს ახლა არც საკმარისი საკვები და არც მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების შეძენის საშუალება აქვს.

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების იმერეთის ცენტრში განმარტავენ, რომ ციალა თუთარაშვილსთვის შემწეობის შეჩერების მიზეზი 4 თვის განმავლობაში დამატებითი შემოსავალის მიღება გახდა.

ზესტაფონის მერის წარმომადგენელი სოფელ მეორე სვირში ამბობს, რომ მარტოხელა ქალის დახმარების პირობა ახლადარჩეულმა მერმა უკვე დადო.

დღის ამბები