27 აპრილი 2024,   05:08
ვრცლად
ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო რუსეთის უშიშროების სამსახურს ტერაქტების აღკვეთაში დაეხმარა

ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო რუსეთის უშიშროების სამსახურს ტერაქტების სერიის აღკვეთაში დაეხმარა. "CIA"-ის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რუსეთის უშიშროების სამსახურმა სანქტ-პეტერბურგში "ისლამური სახელმწიფოს" მომხრეთა 7 კაციანი დაჯგუფება დააკავა, რომლებსაც კაზანის საკათედრო ტაძარსა და ქალაქის სხვა ხალხმრავალ ადგილებში აფეთქებების განხორციელება ჰქონდათ დაგეგმილი.

რუსეთის პრეზიდენტის ვებ გვერდზე ნათქვამია, რომ ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბრიც შედგა, რუსეთის პრეზიდენტმა ამერიკელ კოკლეგას მადლობა გადაუხადა.

დღის ამბები