27 აპრილი 2024,   09:00
ვრცლად
პანკისის ხეობაში ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული ბორჩაშვილების შეწყალებას ითხოვენ

პანკისის ხეობაში ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული აიუფ და დავით ბორჩაშვილების შეწყალებას ითხოვენ.

ამ მოთხოვნით სოფელ ჯოყოლოში საპროტესტო აქცია გაიმართა.

დაკავებულების ახლობლები მიიჩნევენ, რომ ორივე მათგანი უკანონო პატიმარია და მათი გათავისუფლების საკითხში საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერი უნდა ჩაერთონ.

შეგახსენებთ, რომ აიუფ და დავით ბორჩაშვილებს ბრალდების მხარე პანკისის ხეობიდან სირიაში ახალგაზრდების გადაყვანას ედავება.

მათ 14 და 12 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა აქვთ შეფარდებული.

დღის ამბები