27 აპრილი 2024,   06:03
ვრცლად
"ფედერაცია მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან" - კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი

სპორტსმენების დაკავებასთან და ჩაწყობილ მატჩებთან დაკავშირებით საგანგებო სხდომა დაინიშნა კალათბურთის ფედერაციაში.  საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის პაატა გურასპაულის თქმით, ფედერაცია მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან.   

“საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ცალსახად გმობს მომხდარ ფაქტს და მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან, რათა დროულად და სრულყოფილად იქნეს გამოძიებული აღნიშნული ფაქტი და მოხდეს ყველა იმ პირის დასჯა, ვისაც კი შეხება ჰქონდა აღნიშნულ დანაშაულთან. ფედერაციის ინტერესებში ყოველთვის შედიოდა და ახლაც შედის იმგვარი ფაქტების გამოვლენა და აღმოფხვრა, რომელიც სახელს უტეხს საქართველოს საკალათბურთო სამყაროს,“ - განაცხადა გურასპაულმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია "კალათბურთელთა დაცვის ლიგის” თავმჯდომარის ლევან ბულაშვილი კი სპორტისა და კულტურის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს მიმართავს. ის ასევე ფედერაციაში აუდიტის სამსახურის შესვლას ითხოვს.

“მივმართავ ბატონ გიორგაძეს, რომ ეს ქართველიშვილი, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მდივანი თუ არ განთავისუფლდა, თუ არ ჩამოცილდა საერთოდ კალათბურთის სფეროს დაიღუპება კალათბურთი.  რამდენჯერმე მოვითხოვე რომ იქნებ სახელმწიფო აუდიტი შევიდეს კალათბურთის ფედერაციაში და შეამოწმოს რა ხდება“ - აღნიშნა ბულაშვილმა.

 

დღის ამბები