27 აპრილი 2024,   00:10
ვრცლად
ზაზა ხატიაშვილი თანამშრომლებს დაემშვიდობა

ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი ხელმძღვანელი ზაზა ხატიაშვილი თანამშრომლებს დაემშვიდობა და მათ მადლობა გადაუხადა.

“მინდა დიდი მადლობა მოგიხადოთ თანადგომისათვის, რასაც თქვენ იჩენდით ადვოკატთა ასოციაციასთან მიმართებაში“ - განაცხადა ხატიაშვილმა.

საქალაქო სასამართლომ კი ერთ-ერთი კანდიდატის, ლევან ჯანაშიას სარჩელი იმის შესახებ, რომ პირველი ტური უსამართლოდ იყო ჩატარებული და მეორე ტური არ უნდა დანიშნულიყო, არ დააკმაყოფილა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ირაკლი ყანდაშვილმა ისაუბრა. მისი განცხადებით, ამ გადაწყვეტილებამ ყველა კითხვას პასუხი გასცა. 

“აღნიშნული გადაწყვეტილებით ბატონ ჯანაშიას და მის თანამოაზრეებს უარი ეთქვათ როგორც 9 დეკემბრის კრების შედეგების შეჩერებაზე, ასევე უარი ეთქვათ 23 დეკემბერს დანიშნული თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურის გამართვის შეჩერებაზე,“ - განაცხადა ადვოკატთა ასოციაციის გუნდის წევრმა ირაკლი ყანდაშვილმა.

 

დღის ამბები