26 აპრილი 2024,   22:16
ვრცლად
აფხაზეთის ომის გმირი, რომელმაც ფეხი ომში დაკარგა, საკუთარ სახლში შესვლისთვის პანდუსის მოწყობას 3 წელია, უშედეგოდ ელოდება 

აფხაზეთის ომის გმირისთვის, რომელმაც ფეხი ომში დაკარგა, პანდუსის მოწყობის საკითხი 3 წლის განმავლობაში ვერ მოგვარდა, მიუხედავად იმისა, რომ ამის გაკეთება კანონით შესაძლებელი იყო.

ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ბრძოლაში გამოჩენილი მხედრული მამაცობისთვის მას ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენი მიენიჭა.

ისნის რაიონში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ ყაზარმაში ამირან მურჯიკნელს საცხოვრებლად 64 კვადრატული მეტრის ფართი თავდაცვის სამინისტრომ 2000 წელს გამოუყო, 2012 წელს კი ოფიციალურად დაუკანონეს. ოთხსულიანი ოჯახი სახლის ერთადერთი შესასვლელის წინ გაკეთებული კიბის უჯრედით წლების განმავლობაში სარგებლობდა.

მას შემდეგ, რაცა ამირან მურჯიკნელმა მერიის არქიტექტურის სამსახურში კიბის უჯრედის რეკონსტრუქციაზე განაცხადი შეიტანა და აღმოჩნდა, რომ ეს ტერიტორია მის საკუთრებას არ წარმოადგენდა. ზედამხედველობის სამსახურმა  2003 წელს გაკეთებული კიბის უჯრედი 2016 წელს უკანონო მშენებლობად ჩათვალა და ამირან მურჯიკნელი 10 000 ლარით დააჯარიმა.

საქმეში ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტების ჩართვის შემდეგ, მერიის იურიდიულმა დეპარტამენტმა ზედამხედველობის სამსახურის მიერ დაწერილი ჯარიმა უკანონობის მოტივით გააუქმა და იმავე სამსახურს საქმის საფუძვლიანი შესწავლა დაავალა.

იმ შემთხვევაში, თუ სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემა ამჯერადაც ვერ მოაგვარა, კანონიერ ბრძოლას აფხაზეთის ომის ვეტერანი სასამართლოში გააგრძელებს.

 

 

 

ავტორი: გიორგი გვიშიანი

დღის ამბები