26 აპრილი 2024,   23:00
ვრცლად
ჩაწყობილი საკალათბურთო მატჩების საქმე და ვიდეო, რომელიც სავარაუდოდ ფედერაციის მაღალჩინოსნების ბრალეულობას ადასტურებს

ჩაწყობილი საკალათბურთო მატჩების საქმე, შესაძლოა კიდევ უფრო მასშტაბური გახდეს. არ არის გამორიცხული ბრალდებულთა წრე ფედერაციის მაღალჩინოსნების გვარებით გაიზარდოს. ბრალდებულთა ადვოკატების ნაწილი კონკრეტული სახელების გასაჯაროებისგან თავს იკავებს, თუმცა არ უარყოფს, რომ საქმეში სხვა ფიგურანტებიც არსებობენ. ძმებ ბერიშვილების ინტერესების დამცველის განცხადებით, სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ბრალდების მხარემ წინასასამართლო სხდომამდე 50-დღიანი ვადა ითხოვა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ სწორედ ამას ადასტურებს ჩანაწერები, რომელიც საქმეში მთავარ მტკიცებულებად დევს. საქმის მასალების მიხედვით, მატჩების კონკრეტული შედეგით დასრულების სანაცვლოდ მიღებულ თანხას ბრალდებულები კიდევ ერთ ადამიანთან ინაწილებდნენ, თუმცა მის ვინაობას ბრალდებულები ჩვენებებში არ ასახელებენ.

კომერციული მოსყიდვის ფაქტზე სამართალდამცველებმა 5 პირი რამდენიმე დღის წინ დააკავეს: სამი საერთაშორისო მსაჯი, კლუბ „სოხუმის“ მწვრთნელი და ამავე კლუბის დამფუძნებელი. დანაშაულს მხოლოდ ორი ბრალდებული - მსაჯები ირაკლი და დავით ბერიშვილები აღიარებენ. ისინი საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ. სხვა ბრალდებულები კი ამ დრომდე დუმილის უფლებით სარგებლობენ. 

დღის ამბები