27 აპრილი 2024,   00:51
ვრცლად
პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი ახალგაზრდა უკვე თბილისშია

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი  თელავის რეფერალური საავადმყოფოდან თბილისში, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. ის თელავიდან დაახლოებით 2 საათის წინ წამოიყვანეს.

მაჩალიკაშვილი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებოდა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული. თემირლან მაჩალიკაშვილს ქალა-ტვინის გამჭოლი ჭრილობა აქვს, მას ნეიროქირურგიული ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში უტარდებოდა.

ოჯახის ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშვილის მამას თელავის რეფერალურ საავადმყოფოში განუცხადეს, რომ დაჭრილი ახალგაზრდის თბილისში გადაყვანა იგეგმებოდა. 

ოჯახის მტკიცებით, სპეცოპერაციის დროს ახალგაზრდას საძინებლის კარი შუემტვრიეს და მყისიერად, საწოლშივე ესროლეს. თემირლან მაჩალიკაშვილის მამის თქმით, სპეცრაზმელები მის სახლში, სავარაუდოდ, შეცდომით მივიდნენ. 

„რასაც აბრალებენ, აბსურდია, სიმართლეს არ შეეფერება. მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ შეცდომით ხომ არ მოვიდნენ მეთქი. ალბათ, მისამართი შეეშალათ,“- განაცხადა თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ.

დღის ამბები