27 აპრილი 2024,   01:06
ვრცლად
სპეცრაზმის „პიკაპები“ თელავში - სპეცრაზმელები ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის ბაზაზე შევიდნენ

თელავში, საიდანაც პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თბილისში გადმოჰყავდათ, სამართალდამცველთა განსაკუთრებული მობილიზება იყო.

„კურიერმა“ გადაიღო ის „პიკაპები“ და სპეცრაზმელები, რომლებიც თბილისიდან თელავის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ და ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის მე-20 ბრიგადის ბაზაზე შევდნენ.

„რუსთავი 2-"ის შეკითხვაზე, თუ რა დანიშნულებით გადაადგილდებოდა სპეცრაზმი კახეთში, თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ გენშტაბს გადაადგილების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას მძიმედ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი სასწრაფო დახმარების სპეციალურმა ბრიგადამ თელავიდან თბილისში გადმოიყვანა. 19 წლის ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. 

 

დღის ამბები