27 აპრილი 2024,   05:15
ვრცლად
BITFURY ჯგუფი "ევროპული საქართველოს" ბრალდებებს პასუხობს

BITFURY ჯგუფი ბრალდებებს პასუხობს. კომპანიაში ბოლო დროს პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს უსაფუძვლოს უწოდებენ.

„კომპანია ბიტფიური ისლანდიის, ნორვეგიის და კანადის მსგავსად, ფლობს მაინინგის ცენტრებს, მაგრამ გორში მაინინგი დიდი ხანია აღარ ხდება. შესაბამისად, იქ ჭარბი ელექტროენერგიის საჭიროება არ არსებობს და მხოლოდ თბილისის დატა ცენტრში მიმდინარეობს მაინინგი. რაც შეეხება დენის საფასურს, მის გადახდებს, ტარიფებს და შესაძლოა პრივილეგიებს, რაზეც მთელი პასუხისგებლობით გვსურს განვაცხადოთ, რომ საქართველოში ოპერირების დაწყებიდან დღემდე, არცერთ ეტაპზე ”ბიტფიური ჯგუფს” არ უსარგებლია არანაირი პრივილეგიით ან შეღავათით. ამის დასტურად ჩვენი კომპანია მიმდინარე კვირის ბოლომდე გამოაქვეყნებს კომუნალური გადასახადების შესახებ დეტალურ ინფორმაციას,” - ნათქვამია განცხადებაში.

„ევროპული საქართველო“ დენის ტარიფის გაძვირებას გლდანში მოქმედ ბიტკოინების ქარხანას უკავშირებს. ოპოზიციის განმარტებით, სპეციალურად ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიისთვის შეიქმნა თბილისის თავისუფალი ეკონომიკური ზონა, კომპანია არ იხდის ქონებისა და მოგების გადასახადებს და საწარმო ელექტროენერგიას სამომხმარებლოზე გაცილებით დაბალ ფასად ყიდულობს.

დღის ამბები