27 აპრილი 2024,   02:50
ვრცლად
პროკურორის თქმით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის იარაღი, რომლითაც არასრულწლოვნები მოკლეს, ამოღებულია

ხორავას ქუჩაზე მომხდარი ორი მოზარდის მკვლელობის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა. პროცესი ხვალ გაგრძელდება და მტკიცებულებების დაშვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ხვალ იქნება მიღებული.

რაც შეეხება კითხვას, შესაძლოა თუ არა საქმეში სხვა დაჭრილებიც ყოფილიყვნენ, პროკურორი ამბობს, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ორი ცივი იარაღი და ორივე არასრულწლოვანი ამ იარაღებით არის მოკლული. პროკურორი ზვიად ფხაკაძე აცხადებს იმასაც, რომ დანიშნულია ექსპერტიზა და ამ საქმესთან დაკავშირებით არსებულ ყველა კითხვას პასუხი სწორედ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გაეცემა.

„ექსპერტიზაზე გადაგზავნილია იმ კითხვების ჩამონათვალი, რომლებიც შესაძლებელია დასმულიყო მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით,“-განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.

ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე კი აცხადებს, რომ არსებობს ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში სხვა პირებიც ფიგურირებდნენ, თუმცა ამ ეტაპზე მას კანონი არ აძლევს იმის უფლებას რომ გაასაჯაროვოს ინფორმაცია.

„მე ამ ეტაპზე კანონი არ მანიჭებს ამის უფლებას, თუმცა როდესაც სასამართლოზე დაიწყება მოწმეთა დაკითხვა აუცილებლად გვექნება საშუალება, რომ მოგაწოდოთ უფრო კონკრეტული და დეტალური ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით,“-განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.   

ამავე თემაზე
დღის ამბები