27 აპრილი 2024,   05:12
ვრცლად
„საქართველოს ბანკს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიცია დაიცავს

„საქართველოს ბანკს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიცია დაიცავს. მხარეებს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი უზრუნველყოფს „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრების დაცვას საპოლიციო ძალით, ხოლო ობიექტების პატრულირებას სპეციალურად ბანკისთვის გამოყოფილი სათანადოდ აღჭურვილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები განახორციელებენ.

დღის ამბები