27 აპრილი 2024,   01:07
ვრცლად
28 წლის ირაკლი კეკელიას ცხედარს ისევ ეძებენ - დედის ვერსიით, მკვლელი შვილის ბავშვობის მეგობარია

მდინარე რიონში 28 წლის ირაკლი კეკელიას ცხედრის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
მოკლულის დედა ამბობს, რომ მკვლელობაში ბრალდებული მისი შვილის ბავშვობის მეგობარია, რომელთანაც კეკელიას ბოლო პერიოდში უთანხმოება ჰქონდა.

განზრახ მკვლელობაში ორი პირია დადანაშაულებული, ორივე მათგანი დაკავებულია. სწორედ მათი ჩვენების საფუძველზე დაიწყო ცხედრის რიონში ძებნა.

მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღით არის მომხდარი, ის ამოღებულია. გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარი დასახიჩრებულია. აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილნარში მცხოვრები ირაკლი კეკელია 31 დეკემბერს გაუჩინარდა. 

დღის ამბები