27 აპრილი 2024,   03:39
ვრცლად
გიგა ოთხოზორიას საქმე ევროსასამართლოში - "საია" ევროპული კონვენციის ორი მუხლის დარღვევაზე საუბრობს

არასამთავრობო ორგანიზაციამ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გიგა ოთხოზორიას ოჯახის სახელზე სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ საჩივარი გააგზავნა. მოკლულის დედას იმედი აქვს, რომ მისი შვილის მკვლელი ევროსასამართლოს მეშვეობით მაინც აგებენ პასუხს.

საია ევროპული კონვენციის ორი მუხლის დარღვევაზე საუბრობს და პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს, ვინაიდან ორგანიზაციის შეფასებით, სწორედ რუსეთი ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეფექტურ კონტროლს.

როგორც საია-ში განმარტავენ, ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის, სიცოცხლის ხელყოფის გარდა დაირღვა მე-13 მუხლიც და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა მკვლელობის საქმე არაეფექტურად გამოიძია.

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა ბრალის წარდგენის ნაცვლად მტკიცებულებების არარსებობის მოტივით რაშიდ კანჯი ოღლის მიმართ საერთოდ შეწყვიტა დევნა.

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება გიგა ოთხოზორიას მკვლელის სათანადოდ დასასჯელად ყველა შესაძლებლობას არ იყენებს.

30 წლის გიგა ოთხოზორია, 2016 წლის 19 მაისს, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან რაშდ კანჯი ოღლიმ ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მესაზღვრემ მოკლა.

საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით, რაშიდ კანჯი ოღლი ინტერპოლის წითელი ცირკულარის მეშვეობით იძებნება, თუმცა, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება რაშიდ კანჯი ოღლის საქართველოსთვის გადაცემაზე უარს აცხადებს. 

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები