27 აპრილი 2024,   09:02
ვრცლად
32 წლის ქალის დაჭრის ფაქტზე ყოფილი ქმარი დააკავეს

ყოფილი ცოლისა ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. 32 წლის ქალს ყოფილმა ქმარმა 14 ჭრილობა, 4 ნაკვეთი ჭრილობა საზარდულის არეში, 10 კი მუცელში, მიაყენა. 2 მცირეწლოვანი შვილის დედა რეანიმაციულ განყოფილებაში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

"კურიერის“ ინფორმაციით, სისხლიანი ანგარიშსწორების მსხვერპლი ქალის მეგობარი მამაკაციც გახდა, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. შემთხვევა თბილისში წმინდა ბარბარეს უბანში მოხდა.

ბრალდებული სამართალდამცველებმა გუშინვე შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში დააკვეს. 40 წლამდე მამაკაცი ”კურიერმა” იმ დროს გადაიღო, როდესაც საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველებმა მიიყვანეს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ოჯახური ძალადობის საფუძველზე ორი პირის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები