27 აპრილი 2024,   06:25
ვრცლად
ჩეხეთის პრეზიდენტს შეძახილებით "პუტინის მონავ" ნახევრად შიშველი აქტივისტი დაესხა თავს

ჩეხეთის მოსახლეობა პრეზიდენტს ირჩევს. საარჩევნო პროცესი ქვეყნის მასშტაბით 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობს, კენჭისყრა გუშინ დაიწო და დღეს დილიდან განახლდა.

პირველი პირის პოსტის დასაკავებლად 9 კანდიდატი იბრძვის, თუმცა გამოკითხვების თანახმად, მთავარ პრეტენდენტებად მოქმედი პრეზიდენტი ზემან მილოში და მეცნიერებათა აკადემიის ყოფილი ხელმძღვანელი - ირჟი დრაგოში მიიჩნევიან.

არჩევნებში მონაწილეობა უკვე ყველა კანდიდატმა მიიღო. სკანდალური გამოდგა მილოშ ზემანის საარჩევნო უბანზე გამოჩენა. პრეზიდენტს შეძახილებით "პუტინის მონავ" ნახევრად შიშველი აქტივისტი დაესხა თავს და ხმის მიცემის საშუალებას არ აძლევდა.

ინცინდენტი დაცვის სამსახურმა განმუხტა. ფემინას ორგანიზაციის წევრი პოლიციამ 48 საათით დააკავა და ხულიგნობის ბრალდება წაუყენა.

დღის ამბები