27 აპრილი 2024,   03:42
ვრცლად
საუდის არაბეთში ქალებს ფეხბურთის მატჩებზე დასწრების ნებართვა მისცეს

საუდის არაბეთის ხელისუფლება ქალებთან მიმართებაში პოლიტიკის ლიბერალიზაციას განაგრძობს. ავტომობილის მართვის უფლების შემდეგ, ქალებს უკვე ფეხბურთის მატჩებზე დასწრების ნებართვაც მისცეს.

სამეფოს გადაწყვეტილებით, ქალები მამაკაცების გარეშე სამ მატჩზე შეძლებენ დასწრებას, თამაშის ნახვა კი სპეციალურად მათთვის განკუთვნილი ტრიბუნებიდან იქნება შესაძლებელი.

პირველი თამაში, რომელსაც საუდის არაბეთში მცხოვრები ქალები მამაკაცების გარეშე დაესწრნენ, ჯიდაში გაიმართა. ამავე ქალაქში გაიხსნა პირველი ავტოსალონი ქალებისთვის.

სტადიონი ქალების დასასწრებად საგანგებოდ მომზადა და სუვენირების მაღაზიებში თავსაბურავების გაყიდვა დაიწყო, რომლებზეც საფეხბურთო გუნდების ლოგოებია ამოქარგული.

ლიბერალური პოლიტიკის გატარება საუდის არაბეთმა 2015 წლიდან დაიწყო, მაშინ ქალებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება პირველად მიეცათ.

დღის ამბები